„ისლამური სახელმწიფო“ თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. სააგენტო „ამაქის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალ-შიშანი მოსულისთვის ბრძოლაში, ქალაქ შირქათის სიახლოვეს დაიღუპა. თუმცა, სააგენტოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის დაიღუპა ბათირაშვილი. ინფორმაცია შიშანის დაჭრის შესახებ პენტაგონმა მარტში გაავრცელა, თუმცა მისი დაღუპვის ფაქტი ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
|