სასმელი წყალი გრაფიკით, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ამორტიზებული გზა და დაბინძურებული სანიაღვრე არხები. ხაშურში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ადგილობრივები არსებულ ანტისანიტარიაზეც საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლები მრავლდებიან. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს იცნობენ ადგილობრივ გამგეობაში.
|