„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ალექსანდრე მსხალაძე წარუდგინა. ირაკლი ალასანიამ ალექსანდრე მსხალაძესთან ერთად ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა ადგილზე არსებული პრობლემები. პარტიის ლიდერმა მოსახლეობას ‘’თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროგრამის სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილზე. ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რომელიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს
|