საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს პროექტები მოინახულეს. ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სარეინტეგრაციო დახმარება 165 მიგრანტს გაეწია, მათ შორის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სოციალური პროექტები 52 სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს დაუფინანსდა. მინისტრმა ქალაქ ხაშურში ხის საამქრო, სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიები მოინახულა. აღნიშნული ბიზნეს პროექტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან და რუსეთიდან დაბრუნებულმა მიგრანტებმა, სახელწიფოს დაფინანსების დახმარებით განახორციელეს.
|