სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ნიცაში, დღესასწაულზე შეკრებილი ხალხის მასაში შევარდა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მამაკაცი სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო ისეთი დანაშაულების გამო, როგორიცაა ქურდობა და ძალადობა. „როიტერის“ცნობითვე, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. საფრანგეთი საგანგებო მდომარეობას კიდევ სამი თვით ახანგრძლივებს.
|