ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება მიმდინარეობს. სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა სწავლების ხელმძღვანელისგან კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ვახტანგ კაპანაძე სწავლების მიმდინარეობასაც უშუალოდ გაეცნო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. სიტუაციური საველე სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
|