საფრანგეთი მორიგი ტერაქტის სამიზნე გახდა. ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღის აღნიშვნისას, სატვირთო ავტომობილი შეკრებილ ხალხში შევარდა და ტერორისტმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტი ნიცის ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, სადაც ადამიანები ფოერვერკის საყურებლად იყვნენ შეკრებილნი. ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 84 დაღუპული,
18 კრიტიკულად მძიმდე მდგომარეობაში და
100ზე მეტი დაჭრილია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულთა შორის კი ,ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც. ნიცაში დაღუპულებს შორის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საფრანგეთში საქართველოს საელჩო 24
საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული.
|