პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც იწყება - ამ თემაზე კონფერენცია ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გახსნა. მან რეფორმის ძირითადი არსის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და დამსწრე საზოგადოებას პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენტაციის მოდელი დეტალურად გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მალე სამეგრელო-ზემო სვანეთში სამშობიარო დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ, რაც ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს.
|