ხაშურში მუსიკალური სკოლის რეაბილიტირებული შენობის ფასადი სამუშაოების დასრულებიდან 2 თვეში ჩამოიშალა. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „რემონტალმა“ განახორციელა. ადგილობრივ გამგეობაში ამბობენ რომ შენობის ფასადის ჩამოშლა უხარისხო მასალამ გამოიწვია რასაც სამხარულის ექსპერტიზაც ადასტურებს . გამგეობა სიმართლის გასარკვევად სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. ხაშურელები კი კიდევ ერთი პრობლემის შესახებ საუბრობენ. ისინი საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ ადგილობრივი ხელისუფლება კი „იბერიაზე“ სამუშაოების განსახორციელებლად ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
|