სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე დააკავეს. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი, ორი მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
|