რამაზ ქოქოშვილის მხარდასაჭერად თბილისში მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას შეუერთდებიან გორელებიც. ისინი დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ქოქოშვილის გათავისუფლებაა. ის 2 ივნისს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. რაზამაზ ქოქოშვილი ფაქტს აპროტესტებს და 46 დღეა შიმშილობს.
|