გიორგი კვირიკაშვილის სამძიმარი ფრანგ ხალხს 18.07.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საფრანგეთში, ნიცაში 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. „მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება და ღრმა თანაგრძნობა ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს საზარელი აქტი, ტერორიზმისა და გლობალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს. ამ ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე. ამ გლოვის წუთებში, თითოეული ქართველი ფრანგი ხალხისადმი სოლიდარულია. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456