სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა, დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გამართეს. შეხვედრისას მხარეებმა, სლოვენიის რეპუბლიკასთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს, ურთიერთობების გაღრმავებას კი, მხარეების აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, რომელიც დღეს იგეგმება.
|