ქვეითთა ფერადი გადასასვლელები გორში- ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ინიციატივით, გორის ქუჩებში მხატვარმა აკაკი მარღიშვილმა ზებრა-გადასასვლელები პროექტის "გორი სუფთა და უსაფრთხო ქალაქის" ფარგლებში მოხატა. ამჯერად, ზებრა-გადასასვლელი სტალინისა და დიმიტრი ამილახვრის ქუჩების გადაკვეთაზე გაფერადდა. მანამდე, ფერადი გადასასვლელი გორის უნივერსიტეტის შენობასთან, ჭავჭავაძის გამზირზე მოეწყო. სამუშაოები შვედეთის განვითარების სააგენტოს და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
|