მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ლიდერი, გუნდთან ერთად, ამჯერად ქალაქ გორის მოსახლეობას შეხვდა. ბურჭულაძემ წერეთლის ქუჩაზე პარტიის ოფისი გახსნა, მოგვიანებით კი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ქალაქში გამარჯვების მოსაპოვებლად შოთა წკრიალაშვილი, ხოლო მუნიციპალიტეტში მედეა აბაშიძე იბრძოლებს. პაატა ბურჭულაძემ, სხვა ლიდერებთან ერთად, პარტიის სამომავლო გეგმებზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.
|