საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის 6 დოკუმენტი გაფორმდა. საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას ხელი 2 ქვეყნის პრემიერმინისტრებმა მოაწერეს. საქართველოსა და თურქეთის მთავრობები თანამშრომლობას აღმავებენ ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით. ახალი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას. გარდა ამისა, ხელი მოეწერა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ "ჩარჩო შეთანხმების“ პროექტს
|