პრემიერმინისტრის სახით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის,- ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის პრემიერმინისტრის განმარტებით, თურქეთი მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საინსვეტიციო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებს, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს, "აბრეშუმის გზის" ისტორიულ პროექტს. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი. კვირიკაშვლმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთის სტაბილურობა და მისი დემოკრატიული განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
|