მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად აშენდა. ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში, გამოფენების გარდა, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემათა პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდა მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი დამთვალიერებელი ისარგებლებს წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით.
|