რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მორიგ „სოციალურ სკანდალში“ გაეხვა. საქმე ისაა, რომ იმპერიის მეორე პირი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სხდომაზე თავს სმარტფონის პოპულარული თამაშით – Pokemon GO იქცევდა.ფაქტის აღმნიშვნელი ვიდეო „იუთუბზე“ აიტვირთა, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „მედვედევმა სხდომა ჩაშალა“.აღსანიშნავია, რომ სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.სკანდალის მთავარი ინტრიგა კი ის გახლავთ, რომ მედვედვემა, პუტინის გამოსვლისას, „პოკემონების“ სიმღერა შემთხვევით ხმამაღლა ჩართო, რის გამოც ყველა გაჩუმდა.
|