198 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, - განკარგულებას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები, 12 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.
|