აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციამ პენტაგონიდან სახელმწიფო დეპარტამენტში გადაინაცვლა. მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ სტატუსს. სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია.
|