შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გორის რაიონულ სასამართლოსთან დაკავებულია 3 პირი. როგორც უწყების პრესსამსახურში "დია"-ს განუცხადეს მათ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 4 მუხლით, 187, 366, 239, 353 დაიწყო. სამართალდამცველებმა რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერები იმ დროს დააკავეს როდესაც ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მოსამართლემ 29 წლის რამაზ ქოქოშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მისი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა
|