პროტესტი გრძელდება. ადვოკატის შუამდგომლობა რამაზ ქოქოშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა პატიმრობაში რჩება. ის უკვე 49 დღეა შიმშილობს და თავს უკანონო პატიმრად თვლის. მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი საპროტესტო აქციები არ წყდება.
|