დაკავებები გორის რაიონულ სასამართლოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ რამაზ ქოქოშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი ქოქოშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. პროცესზე პატიმარი შეუძლოდ გახდა რამაც მისი ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია დარბაზში მყოფებმა მანდატურების მიერ მოწყობილი კორიდორის გარღვევა სცადეს. მოგვიანებით ხმაური სასამართლო დარბაზის გარეთ გაგრძელდა სადაც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
|