გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის საინიციატივო ჯგუფების გარდა, ოფიციალურად დარეგისტრირდა მხოლოდ 2 მაჟორიტარი კანდიდატი. ძევერაში-ავთანდილ ჯავახიშვილი, ზეღდულეთში კი დავით ბიძინაშვილი. იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე უკვე მეორე შეხვედრა ჩაატარა, წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებს. ასოციაციის თავმჯდომარის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მათი ორგანიზაცია საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას სისტემატურ რეჟიმში მიაწვდის.
|