ზეწოლა, მუქარა, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური
ნიშნით გათავისუფლება-„სამართლიან არჩევნებში“ წინასააარჩევნო პერიოდის მონიტორინგის
შედეგები გამოაქვეყნეს. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა
პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის -2 , სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
გათავისუფლების -3, ძალადობის- 2, ამომრჩეველის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი
პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის -5, და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების
2 ფაქტი. დასკვნაში მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე.
ის ამომარჩეველთან საარჩევნო დაპირებას ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას სთავაზობდა. კვლეცვაში აჭარა უსკოს დაკოპლექტების
გამოც მოხვდა. ორგანიზაციის დასკვნით, პროცესი ხარვეზებით წარიმართა და წინ უძღოდა
პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებას,
შემთხვევა, კვლევის თანახმად, ბაღდათში დაფიქსირდა. სადამკვირვებლო პერიოდი 1 დან
18 ივლისის პერიოდს ეხება. ფაქტების ნაწილზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.