28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და ჩვენ, ქართველებს მართლაც გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამა გრძელდება, კიდევ უფრო ფართოვდება, ასევე, პოზიტიურია განკურნების მაჩვენებლები. გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს.
|