კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 3 ოჯახს გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მრიცხველები დაულუქეს. ადგილობრივები აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ და თანხის გადახდას მთავრობას სთხოვენ, რადგან როგორც ისინი ამბობენ, თანხა იმდენად დიდია, რომ გადახდას ვერ შეძლებენ. კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მრიცხველები, შესაძლოა, ყველა მათგანს დაულუქონ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
|