რა კავშირია გრაკლიანის გორასა და გრაალის თასს შორის? 28.07.2016
გრაკლიანის ტერიტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული გრაალის თემასთან - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალიკო ცინცაძე  აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებსა და გრაალის თასს შორის არსებულ კავშირზე საუბრობს. მეცნიერი ირწმუნება, რომ ამ ორ დასახელებას ერთი ფუძე გააჩნია.  გარდა ეტიმოლოგიური კავშირისა, მას მტკიცებულებად  გრაკლიანის გორის მიმდებარედ აღმოჩენილი საბადო მოჰყავს, სადაც მეცნიერების ინფორმაციით, იასპი მოიპოვებოდა, რომლისგანაც, გადმოცემის თანახმად,  გრაალის თასია დამზადებული. ალიკო ცინცაძე აცხადებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, ის ამ მოსაზრებამდე მათემატიკური გათვლებით მივიდა. შეგახსენებთ, რომ  უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში აღმოაჩინეს, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წელთ აღრიცხვით XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც არქეოლოგთა თქმით, შესაძლოა მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს.
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345