საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ზემო ნიქოზის ამბულატორიაში 5 სოფლის მოსახლეობას ელიან. უფასო გამოკვლევები პროექტის „ქალების დახმარება ქალებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ქალთა სათემო ორგანიზაცია კურირებს.
|