საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
|