შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და დაბა ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი დაბა ბაკურიანის მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა.
|