სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული ქალების ოჯახის წევრებს, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდას სთხოვენ
სოფელ ხურვალეთიდან ერთერთი გატაცებულის ახლობელი ამბობს, მას დაუკავშირდნენ და დაკავებული ქალების გათავისუფლებისთვის თითოეულ მათგანზე 500 ლარი მოსთხოვეს. ეს ინფორმაცია "დიას" გადამღებ ჯგუფს მათ სოფელ ხურვალეთში აცნობეს. სოფელ ხურვალეთიდან რუსული ჯარის წარმომადგენლებმა სამი ადგილობრივი მკვიდრი გუშინ საღამოს იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავდნენ.  რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილის ადგილსამყოფელი მათი ოჯახის წევრებისთვის ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება გათავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას, ისინი ამ მხრივ დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და ამბობენ, რომ ე.წ. ჯარიმის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ.  ე.წ. მესაზღვრეებმა  3 ქალი სოფლის განაპირას დააკავეს და ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის წინ დაკავებულების ოჯახის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პაპუნა კობერიძე შეხვდა. "დიას" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456