ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. „ბიბისი“-ს ცნობით, დანაღმული სატვირთო მანქანა ბაგრამის ავიაბაზასთან მდებარე სასტუმროსთან აფეთქდა , რის შემდეგადაც სამმა ტერორისტმა შენობაზე თავდასხმა განახორციელა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელ ქაბულში ისმოდა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, დაშავდა სამი.
|