ე.წ. ისლამური სახელმწიფო რუსეთს ემუქრება. ისლამისტების მიერ გავრცელებულ მიმართვაში მუქარა რუსეთის მოსახლეობისა და პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ ისმის. ჯიჰადისტები ამბობენ, რომ დაჯგუფების წევრები რუსეთში მიდიან და თანამებრძოლებს „წმინდა ომის“ დაწყებისკენ მოუწოდებენ. რადიკალმა ისლამისტებმა რუსეთს საღვთო ომი გასული წლის შემოდგომაზე გამოუცხადეს, როდესაც მოსკოვმა სირიაში ჯიჰადისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
|