თურქეთში სპეცდანიშნულების ძალების წევრები დააკავეს, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც „ბიბისი“ წერს, არსებული ინფორმაციით, ამ ჯგუფს ევალებოდა გადატრიალების დროს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაკავება. სამხედროების ჯგუფი თურქეთის ქალაქ მარმარისთან, ტყეში იპოვეს, რის შემდეგაც ჩატარდა მათი დაკავების სპეცოპერაცია. ადგილობრივი სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შაბათ-კვირას თურქეთში დააკავეს 11 სამხედრო, მათ შორის მაიორი სუქრუ სეიმენი, რომელიც გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
|