მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელები წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია, ხოლო სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ქეთევან ციხელაშვილი დაასახელა.
|