„ახალგაზრდობის მდგრადობისათვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ატენის ხეობაში 3-დღიან ახალგაზრდულ ინოვაციურ ბანაკს აწყობს. ბანაკში კარალეთის, ბერბუკის, სკრისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ. ისინი პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ და პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი.
|