ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ. სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა - დავით სერგეენკომ. მისი განცხადებით, მოქმედ კანონს ექვსპუნქტიანი განმარტება დაემატება, რომლის მიხედვითაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ. ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ შემუშავებულ კანონპროექტს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
|