თავდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე - ლევან იზორია ახალ უწყებაში მუშაობას უკვე შეუდგა. ის უწყებაში დილით პრემიერთან ერთად მივიდა, თანამშრომლებს გაეცნო და სამომავლო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯარი მაქსიმალურად უნდა იყოს დეპოლიტიზებული. პრემიერი საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ხიდაშელისა და უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერის გადაწყვეტილებას სისტემური თვალსაზრისით არასწორი ნაბიჯი უწოდეს.
|