საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება, მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამ და ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
|