იორდანია საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს 3.08.2016
იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ მუჰამად სნეიბათის შეხვედრისას აღინიშნა. საუნივერსიტეტო პროგრამების მიმართულებით, თანამშრომლობა შედგება საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრთან, მათ შორის ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა ტექნოლოგიები, არქეოლოგია, არაბისტიკა და ა.შ.საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი ფუნდამენტური რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, უმაღლესი განათლების სისტემა მოთხოვნაზე მეტად ორიენტირებული გახდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელით, დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება.იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. მუჰამად სნეიბათმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში მიიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272