მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. რუსმა სამხედროებმა სოფელ ქვეშიდან ადგილობრივი მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი გაიტაცეს. მოსახლეობის განცხადებით, შავერდაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში სასოფლო სამეურნეო სამუშაობს აწარმოებდა, რა დროსაც შეიარაღებული ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით გატაცებული ოკუპირებულ ზემო არცევში , სამხედრო ბაზაზე ჰყავთ გადაყვანილი.
|