იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ლაგოდეხის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეთვრამეტე ფილიალი ლაგოდეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ლაგოდეხის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ლაგოდეხშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ლაგოდეხის მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. დღესასწაულის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს. გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა დავით შანის და ბენდის კონცერტი.
|