რამაზ ქოქოშვილის სასამართლო პროცესი ვადაზე ადრე გაიმართა. იმის გამო რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება სასამართლოს პროცესის ვადაზე ადრე ჩატარების შუამდგომლობით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ მიმართა. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა პროცესზე საკუთარი არგუმენტები წარადგინეს. მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა არც დღეს დააკმაყოფილა, რის გამოც ქოქოშვილი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩბა. თემის დეტალებს ზეკო გიორგაშვილი გაგაცნობთ.
|