გორის საცურაო აუზთან დაკავშირებით საკრებულომ გადაწყვეტილება ვერც დღეს მიიღო. ბოლო საკითხი, რომელიც დღის წესრიგში იყო შეტანილი, საცურაო აუზის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას ეხებოდა. იქამდე, სანამ საკითხის განხილვა დაიწყებოდა, 10-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი საკრებულოს დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, რამაც ქვორუმის არარსებობა გამოიწვია.
|