დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში, შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს. ერისთავის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება. შმიდტის ქუჩაზე კი დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ.
|