"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 8.08.2016
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრები გვიან ღამით აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს, მებრძოლთა სახელზე სანთლები დაანთეს და ფრანები გაუშვეს.