აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. დღესვე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვა გაგრძელდა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდით, რომელიც გოგებაშვილის ბაღში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალურ სვეტთან აღევლინა.
|