რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა შინდისში 2008 წელს გმირულად დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ადგილი, სადაც 2008 წელს ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ დიდ ტკივილს უკავშირდება, თუმცა ქართველებისთვის საამაყოა და ახალგაზრდებისთვის მიასბაძი. დღესვე, შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც.
|